დალმატინელი
ენერგიული და მხიარული დალმაციელი შესანიშნავი არჩევანია მათთვის, ვისაც მის სავარჯიშოდ და გასაწვრთნელად საკმარისი დრო აქვს . მისი გარეგნობა ყველას აღაფრთოვანებს, მაგრამ ამ ძაღლს სხვა უფრო მნიშვნელოვანი ღირსებებიც აქვს. დალმატინელის წარმოშობა გაურკვეველია, მაგრამ ცნობილია, რომ XIX საუკუნის ევროპასა და ბრიტანეთში მათი ძირითადი ფუნქცია ცხენებშებმული ეტლის გვერდით სირბილი და მძარცველებისგან მგზავრების დაცვა იყო. ეს ძაღლი მღრღნელების გამანადგურებლადაც ჰყავდათ. ხალისიან და ცელქ დალმატინელებს ძალიან უყვართ ბავშვები და მათგანაც იმავეს გრძნობენ, სიამოვნებთ პატრონებთან ერთად ყოფნაც.
ლაქებით
დაფარული ძაღლის ერთადერთი ჯიში – დალმატინელი აქტიური, გამძლე, სწრაფი და გონიერი ცხოველია. დალმატინელის გლუვი, მბზინავი, მოკლე ბეწვი ადვილი მოსავლელია – საკმარისია ჯაგრისით მსუბუქად დავარცხნა.
აბანავეთ მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში.
მონაცემები:წარმოშობა - ევროპა
მთქავ. დანიშნ - თანაეგზურობა
ტემპერამენტი - მშვიდი, მგრძნობიარე
სიც. ხანგრძლივობა - 10-12 წელი
მოვლა - ყოველდღიური ვარცხნა
ვარჯიში - რეგულ., ინტენსიური
მოდარაჯე - კარგი
ხვადი
48-58 სმ
23-29 კგ
ძუ
48-58 სმ
20-27 კგ
კუდი
გრძელი, წვრილი, სიარულისას ოდნავ აზიდული და მოხრილი.
ბეწვი
მოკლე, მაგარი და ხშირი, ქათქათა თეთრი, კარგად გამოკვეთილი შავი ან ღვიძლისფერი ლაქებით.
ფეხები
წინა ფეხები აქვს სწორი, ღონიერი და მკვრივი, უკანა – ძლიერი და დაკუნთული.
თათები
მრგვალი, მკვეთრად ამოზნექილი თითებით. ბრჭყალები თეთრი ან ლაქებიანია.
სახე
პროპორციული – ფხიზელი და გონივრული გამომეტყველებით.
თვალები
ჩვეულებრივ, ყავისფერი ან ცისფერი, შავლაქებიანის თვალები უფრო მუქია, ვიდრე ღვიძლისფერ- ლაქებიანის.
ცხვირი
შავლაქებიან ძაღლებს აქვთ შავი ცხვირი, ღვიძლისფერლაქებიანს – ყავისფერი.
ტანი
გამხდარი და კარგად დაკუნთული, დიდი, განიერი გულმკერდითა და გრძელი, მოხრილი კისრით.
დალმატინელები საკმაოდ მგრძნობიარეები არიან, ასე რომ, მათი წვრთნისას საჭიროა მოთმინება, დაყვავება, მაგრამ თანამიმდევრულობა.
ამ ჯიშისთვის აუცილებელია ბევრი და ინტენსიური ვარჯიში. სურათზე გამოსახულ ამ დაკუნთულ დალმატინელს პოინტერის აგებულება აქვს, რომელსაც, სავარაუდოდ, ენათესავება.
რჩევა:
ახალდაბადებულ ლეკვებს ლაქები არ აღენიშნებათ. ეს ლაქები უჩნდებათ დაბადებიდან პირველი წლის განმავლობაში.
სანამ ლეკვებს შეიძენთ, ყურთასმენა შეუმოწმეთ.

No comments:
Post a Comment